1737312489
პუტინი არაპროვოცირებული და სასტიკი ომის გამართლებით ცდილობს, დაამახინჯოს ისტორია - ენტონი ბლინკენი
“მაშინ, როცა ევროპაში ომი კვლავ მძვინვარებს, ჩვენ უნდა გავზარდოთ ძალისხმევა, რათა წინააღმდეგობა გავუწიოთ მათ, ვინც ისტორიული მეხსიერებით მანიპულაციას ცდილობენ, საკუთარი ამბიციების მისაღწევად",- ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა.
"ნაცისტებზე ერთიან გამარჯვებას პატივი უნდა ვცეთ, როგორც კოლექტიური ჰეროიზმისა და თავგანწირვის შედეგს. პრეზიდენტი პუტინი უკრაინის წინააღმდეგ მისი არაპროვოცირებული და სასტიკი ომის გამართლებით ცდილობს, დაამახინჯოს ისტორია.
მათ, ვინც წარსულს სწავლობენ იციან, რომ პრეზიდენტი ზელენსკი და უკრაინის მამაცი ხალხი მათ სულისკვეთებას განასახიერებს, ვინც მეორე მსოფლიო ომში გაიმარჯვა. ისინი მამაცურად იცავენ საკუთარ ქვეყანას, მათ დემოკრატიას და უკრაინის სამართლიან მომავალს ევროპაში, როგორც მთლიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ქვეყანა", - განაცხადა ენტონი ბლინკენმა.