ზოდიაქოს 6 ნიშნისთვის 2025 წელი ყველაზე წარმატებული იქნება
1731779211
საქართველო შედის იმ ქვეყანათა ხუთეულში, რომელთა მხარდაჭერას ყველაზე მეტად გრძნობს უკრაინელი ხალხი, ამის შესახებ კვლევას IRI აქვეყნებს. საქართველოს გარდა, ხუთეულში შედიან: პოლონეთი, ბრიტანეთი, აშშ და კანადა.
კვლევა 30 მარტიდან 2 აპრილამდე პერიოდში ჩატარდა და გამოიკითხა 18 წელზე ზემოთ ასაკის 2001 ადამიანი მთელი უკრაინის მასშტაბით, გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა.
კითხვაზე, თქვენი აზრით, რომელმა ქვეყნებმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა გაუწიეს მხარდაჭერა უკრაინას რუსეთის სამხედრო აგრესიის კონტექსტში, გამოკითხულთა 67% მიიჩნევს, რომ პოლონეთმა, 56% აცხადებს, რომ დიდმა ბრიტანეთმა, 54% პროცენტი აშშ-ს ასახელებს, ხოლო 17% ფიქრობს, რომ საქართველომ. ამასთან, გამოკითხულთა 8% მიიჩნევს, რომ კანადამ, შვიდ-შვიდი პროცენტი ასახელებს რუმინეთსა და საფრანგეთს, ხოლო 4 პროცენტი ფიქრობს, რომ ლიეტუვამ.
IRI-ის კვლევა უკრაინის მასშტაბით, 30 მარტიდან 12 აპრილის დროის პერიოდში ჩატარდა (გარდა ოკუპორებული ტერიტორიებისა – ყირიმის, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებისა). საერთო ჯამში მასში მონაწილეობა მიიღო 20 001-მა 18 წლისა და 18 წელს გადაცილებულმა ადამიანმა. კვლევა ძირითად სატელეფონო იყო. კვლევის ცდომილება 2 პროცენტს შეადგენს.
კვლევის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ გრაფიკებზე: