პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ამბობს, რომ კიევის ხელისუფლებამ „აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორიაზე მყოფ სამხედროებს იარაღის დაყრის ბრძანება უნდა მისცეს. ამის შესახებ პუტინმა თურქ კოლეგასთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან სატელეფონო საუბარში განაცხადა.
მათივე მტკიცებით, სამხედრო ტყვეებს გარანტირებული აქვთ სიცოცხლე, სამედიცინო დახმარება და მკურნალობა საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების შესაბამისად.
„რაც შეეხება უკრაინელ სამხედროებს და ნაციონალისტური ბატალიონების „ბოევიკებს", რომლებიც ბლოკირებულნი არიან „აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორიაზე, კიევის ხელისუფლებამ უნდა აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა, იხელმძღვანელოს ჰუმანური მოსაზრებებით და უბრძანოს, დაყარონ იარაღი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.