საუკუნის ძარცვა თბილისში - დამნაშავემ ბანკიდან 10 მილიონი გაიტაცა
1742277680
უკრაინის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, ოკუპანტები უტევენ რამდენიმე დასახლებას, ასევე ქალაქ სუმსა და ახტირკას. ვრცელდება ცნობები გვიან ღამით ახტირკაში ელექტროსადგურისა და ჰიპერმარკეტის დაბომბვის შესახებ.
იერიშები გრძელდება დონეცკში. რუსები სამხედროების რაოდენობას ზრდიან მიკოლაევის მიმართულებით. არის ინფორმაცია ტროსტიანეცში ყოფილი საწარმოს დაბომბვაზე, რასაც სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ბრძოლა არ წყდება ლუგანსკში. რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ცნობით, რამდენიმე დასახლებაში მოსახლეობას არ აქვს გაზი, წყალი და გათბობა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში ამბობენ, რომ რუსეთი ამ დრომდე "უარს არ ამბობს უკრაინის დედაქალაქის ალყაში მოქცევის გეგმებზე".
უკრაინის ინფორმაციული უსაფრთხოებისა და სტრატეგიული კომუნიკაციის ცენტრის ინფორმაციით კი, პრეზიდენტმა ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც უკრაინელ მშვიდობიან მოსახლეობას რუსი ოკუპანტების მკვლელობის უფლებას აძლევს. კანონი ომის განმავლობაში იმოქმედებს და დამპყრობლების მკვლელობას არ მოჰყვება არანაირი სამართლებრივი შედეგი. ასევე, ნებადართული ხდება პირადი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება.