თოვა და -7 გრადუსი ყინვა - 20 იანვარს მოსალოდნელი ამინდი ქალაქების მიხედვით
1737320285
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმერ ზელენსკის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი საბრძოლო თვითმფრინავების შემქმნელს, რომელსაც შეიარაღებული ძალები რუსული ტექნიკის წინააღმდეგ აქტიურად იყენებენ, ჰალუკ ბაირაქტარს შეხვდა.
ამის შესახებ პოდოლიაკმა Twitter-ზე დაწერა და ჰალუკ ბაირაქტართან გადაღებული ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა.
Російська бронетехніка бездоганно горить у наших чудових полях. І горітиме далі. Бо «Байрактари» ідеально вирішують будь-які завдання – непомітно, страшно, руйнівно. Завжди буду вдячний автору та батькові суперзброї – @haluk за те, що ми переможемо. pic.twitter.com/Ou6VXKlxJh
— Михайло Подоляк (@Podolyak_M) March 29, 2022
მან თურქულ უპილოტო თვითმფრინავს, რომელიც უკრაინელი სამხედროების მთავარი საბრძოლო ტექნიკაა, "ზეიარაღი" უწოდა.
"რუსული ჯავშანტექნიკა უნაკლოდ იწვის ჩვენს შესანიშნავ მინდვრებში და ეს წვა გრძელდება, რადგან ბაირაქტარი მშვენივრად აგვარებს ნებისმიერ პრობლემას - შეუმჩნეველი, საშინელი, დამღუპველია.
მე ყოველთვის მადლობელი ვიქნები სუპერიარაღის ავტორისა და მისი გამარჯვებისთვის", - აღნიშნა პოდილიკმა.