7 მთავარი ცნობა, რაც უკრაინაში ამ დროისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია - გენერალური შტაბის ოპერატიული ანგარიში

dabombva ukraina

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ოპერატიული ანგარიში ამ დროისთვის მიმდინარე მნიშვნელოვან მოვლენებზე. 

  • რუს სამხედროებს აქტიური შეტევითი ოპერაციები პოლესკის მიმართულებით არ ჩაუტარებიათ. მათ ცეცხლი უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებზე რომანოვკას, გორენკოს, ლიჩანკას, პეტრუშკის, შპიტკის, მოშჩუნის, ნოვაია ბუდას, მაიდანოვკას, ლიუბოვიჩის, ზაბუიანიეს, ნალივაიკოვკას დასახლებებში გახსნეს. ასევე, ოკუპანტები ჯარების გადაჯგუფებას და მათ ნაწილობრივ გაყვანას ბელორუსის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ახორციელებენ.

 

  • სევერსკის მიმართულებით ვითარება უცვლელია. საოკუპაციო ძალა ჩერნიგოვის ბლოკადას აგრძელებს, თავს სამოქალაქო და სამხედრო ობიექტებს ესხმიან. ბროვარის მიმართულებით ცდილობენ, ადრე დაკავებული პოზიციები ხელახლა დაიკავონ და ჩვენი ჯარების შემდგომ წინსვლას შეეწინააღმდეგონ.

 

  • სლობოჟანსკის მიმართულებით, საოკუპაციო ძალა ხარკოვის ბლოკირებას ცდილობს, განახორციელეს 1-ლი პანცერის არმიის ცალკეული ნაწილების გაყვანა უკრაინის ტერიტორიის გარეთ ქალაქ სუმის ტერიტორიიდან, განაგრძეს ჯარების გადაჯგუფება, გააძლიერეს დაჯგუფების შეტევითი შესაძლებლობები სლავიანსკის მიმართულებით სამხედრო ოლქის მე-20 გაერთიანებული არმიის ცალკეული ნაწილების მიერ.

 

  • სამხრეთ ბუჟის მიმართულებით მტერი საბრძოლო შესაძლებლობების აღსადგენად ზომებს იღებს და მარაგის შევსებას ცდილობს. 

 

  • შავი ზღვისა და აზოვის ოპერატიულ ზონებში მოწინააღმდეგის გემების დაჯგუფება აგრძელებს სიტუაციის მონიტორინგის, დაზვერვის და საბრძოლო მოქმედებების ზონის იზოლაციის დავალებების შესრულებას.

 

  • რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, სოფელ ბოგუჩარის მიდამოებში, მტერი იღებს ზომებს სამხედრო და სპეცტექნიკის გრძელვადიანი საწყობიდან ამოღებაზე. მითითებული აღჭურვილობის 40 პროცენტზე მეტი გაუმართავია. 

 

  • მტერი დასუსტებულია, დეზორიენტირებულია, მისი მნიშვნელოვანი ნაწილი მოწყვეტილია ლოგისტიკურ დახმარებას და ადგებათ დანაკარგები.