უკრაინაში ოკუპანტებმა კრივში, ოთხგზის მსოფლიო ჩემპიონი მოკლეს

krivi

უკრაინაში ომს კიდევ ერთი ცნობილი სპორტსმენი, კრივში ოთხგზის მსოფლიო ჩემპიონი ემსხვერპლა. 

ირპენში, რომელიც ომის ქარცეცხლში გახვეული იყო და ადგილობრივმა თავდაცვის ძალებმა რუსი ოკუპანტებისგან საბოლოოდ გუშინ, 28 მარტს დაიბრუნეს, ალექსეი ძუნკოვსკი ოკუპანტებმა ურთიერთშელაპარაკბებისას მოკლეს. 

ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს. 

"ირპენში რუსმა ჯარისკაცებმა მოკრივე დახვრიტეს, ინფორმაციას კრივის ფედერაციაში ადასტურებენ. 

როგორც ამბობენ, ალექსეი ძუნკოვსკი კრივის დარბაზში რუს სამხედროებთან ურთიერთობისას დაიღუპა. მწვრთნელს ადგილზე ესროლეს.

ალექსეი ძუნკოვსკიმ 4-ჯერ მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონატის მედლები. 

კარიერის დასრულების შემდეგ ბავშვთა მწვრთნელი გახდა და ბევრი ცნობილი მოკრივე აღზარდა." - წერს გამოცემა Telegram არხზე.