პიტერ სიიარტო: უნგრეთი არ იჩქარებს რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესების საკითხში

 პიტერ სიიარტო

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ Facebook-ზე დაწერა, რომ მისი ქვეყანა არ იჩქარებს ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის სანქციების ახალი პაკეტის შემოღების საკითხში.

„დღეს ბრიუსელში ჩვენ გავმართავთ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომას. ყურადღებით დავაკვირდებით, იქნება დიდი ზეწოლა, მაგრამ ჩვენ არ დავნებდებით. ჩვენ სამი წელი ვუმკლავდებოდით ზეწოლას, სამი წელი ომის პოლიტიკაში ჩართვის უფლებას არ ვაძლევდით, ჩვენ ახლაც გავუძლებთ! არ ვიჩქარებთ ცალკეული პირების მიმართ სასანქციო რეჟიმის გაგრძელების საკითხში“, - დაწერა სიიარტომ.

უნგრეთის პირველმა დიპლომატმა აგრეთვე აღნიშნა, რომ ის არ ეთანხმება უკრაინისთვის ათეულობით მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების გამოყოფას.

ცნობისთვის, 19 თებერვალს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებმა რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში შეჭრის გამო სანქციების მე-16 პაკეტი შეათანხმეს. გადაწყვეტილება ოფიციალურად დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ბრიუსელში უნდა დაამტკიცონ.