„16 ოქტომბერი იყო, ლიკამ რომ მომწერა...“ - რას იხსენებენ მძიმე ავარიაში მოყოლილ 18 წლის გოგოზე
1761508659
კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი პერსონალური სანქციების მიმართ ინდიფერენტულად არის განწყობილი. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
პესკოვის თქმით, პუტინს ქონება დეკლარირებული აქვს და პუტინის მიმართ სანქციების გატარება პოლიტიკური კუთხით აბსურდულია.
„სანქციები შეიცავს საკმაოდ აბსურდულ დებულებებს რაღაც აქტივებთან დაკავშირებით და ა.შ. ყველამ იცის, რომ რაღაც აქტივები, გარდა იმ აქტივებისა, რომლებიც ყოველწლიურად დეკლარირებულია და რაღაც საბანკო ანგარიშებისა, პრეზიდენტს არ აქვს“,- განაცხადა პესკოვმა.
რაც შეეხება რუსეთის მხრიდან პერსონალური სანქციების გატარებას, პესკოვი ამბობს, რომ ისინი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედებენ.