პენტაგონი: რუსეთმა უკრაინაში შესაჭრელად შეიძლება ყალბი საბაბი შექმნას

პენტაგონი

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ აშშ მიიჩნევს, რომ რუსეთმა უკრაინაში შესაჭრელად ყალბი საბაბი შეიძლება შექმნას. ამის შესახებ უცხოური მედია წერს. 

„ინფორმაცია გვაქვს, რომ რუსებს, სავარაუდოდ, უკრაინაში შეჭრის საბაბის გაყალბება სურთ. ერთი ვარიანტი ის არის, რომ რუსეთის მთავრობა უკრაინის სამხედროების ან სადაზვერვო ძალების მიერ რუსეთის სუვერენული ტერიტორიის ან რუსულენოვანი მოსახლეობის წინააღმდეგ ყალბი თავდასხმის დადგმას გეგმავს, რათა თავისი ქმედებები გაამართლოს“, - აღნიშნა პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

ჯონ კირბის თქმით, აშშ მიიჩნევს, რომ აღნიშნული მიზნებისათვის, რუსეთი ძალიან თვალსაჩინო პროპაგანდისტულ ვიდეოს შექმნის.