პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
პენტაგონში კიდევ ერთხელ განმარტეს მიზეზები, რის გამოც, უკრაინისთვის მოიერიშე თვითმფრინავების გადაცემაზე უარი თქვეს.
შეერთებული შტატების თავდაცვის უწყებაში ამბობენ, რომ ამერიკა ახლა უკრაინის დახმარების ალტერნატიულ გზებს განიხილავს.
„ამ კრიტიკულ მომენტში ჩვენ განვიხილავთ უკრაინასთან პარტნიორობის გაღრმავების გზებს. ვიცით, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები, ისევე, როგორც უკრაინის რიგითი მოქალაქეები სიმამაცით იცავენ თავიანთ ქვეყანას. ჩვენ გავაგრძელებთ გზების ძიებას, რათა დავეხმაროთ მათ ამაში.
დახმარების ალტერნატიული ვარიანტებია იმ პარტნიორ ქვეყნებთან მუშაობა, რომლებსაც შესაძლოა ჰქონდეთ საჰაერო თავდაცვის დამატებითი შესაძლებლობები და სისტემები უკრაინისთვის მისაწოდებლად. ასე რომ, ჩვენ ახლა ბევრ ქვეყანასთან გვაქვს დისკუსიები ამ შესაძლებლობების შესახებ. უკრაინელებს, რომლებსაც გაქცევა მოუწიათ, თავიანთ სახლებში დაბრუნება სურთ. ბატონ პუტინს ჯერ კიდევ აქვს დიპლომატიის არჩევანი და ამ ომის დასრულების შესაძლებლობა," - აცხადებს პენტაგონის პრესმდივანი ჯონ ქირბი.