გარდაიცვალა მამაკაცი, რომელსაც ღორის გული გადაუნერგეს

ოპერაცია

პირველი ადამიანი, რომელსაც ღორის გული გადაუნერგეს, დაიღუპა.

დევიდ ბენეტი 57 წლის იყო, მას გულის დაავადება ჰქონდა და ექსპერიმენტში მონაწილეობას სწორედ ამიტომ დათანხმდა.

უცნობია, უკუაგდო თუ არა მისმა ორგანიზმმა უცხო ქსოვილი. ამ ეტაპზე, სპეციალისტები ბენეტის სიკვდილის მიზეზს იკვლევენ.

„მან დაამტკიცა, რომ იყო მამაცი პაციენტი, რომელიც ბოლომდე იბრძოდა. ბატონი ბენეტის გამბედაობისა და სიცოცხლის წყურვილის შესახებ, მსოფლიოს მასშტაბით, მილიონობით ადამიანმა გაიგო", - ამბობს ქირურგი, რომელმაც ეს ოპერაცია ჩაატარა.

შეგახსენებთ, დევიდ ბენეტს ღორის გული მიმდინარე წლის იანვარში გადაუნერგეს.