ოლენა ზელენსკა ოკუპანტების მიერ მოკლული პატარა ლიზას გაცნობას იხსენებს

ოლენა ზელენსკა

უკრაინის ქალაქ ვინიცაში დაღუპულთა შორის არის 4 წლის გოგონა ლიზა. დაბომბვის დროს, ლიზა  ქალაქის ცენტრში, გამარჯვების მოედანთან ახლოს დედასთან ერთად გადაადგილდებოდა - ლოგოპედთან ვიზიტის შემდგომ შინ ბრუნდებოდნენ.

მოკლული პატარა გოგონას და სისხლიანი საბავშვო ეტლის ფოტომ, მთელი სოციალური ქსელები მოიარა.

უკრაინის პირველმა ლედიმ, ოლენა ზელენსკამ გასული წლის საშობაო ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც სხვა ბავშვებთან ერთად, რუსების მიერ მოკლული პატარა გოგონა ლიზაც მონაწილეობს.

„დღეს, ყველა ჩვენგანმა ნახა ბავშვის გადაბრუნებული ეტლის საშინელი ფოტო. შემდეგ კი ახალი ამბების კითხვისას, მე  მივხვდი, რომ ვიცნობ ამ გოგონას, ვიცნობდი. პატარა ლიზა დღეს რუსულმა რაკეტამ მოკლა. მე არ დავიწყებ ახლა იმ სიტყვების წერას, რომლის თქმაც მინდა მისი მკვლელებისთვის. მე დავწერ მასზე. ჩვენ ეს შესანიშნავი გოგონა საშობაო დღესასწაულისთვის ვიდეოს გადაღებისას გავიცანით. ნათელი, გულწრფელი, მხიარული ბავშვი, რომელიც სიყვარულში გაიზარდა. პატარა ცელქმა ნახევარ საათში მოახერხა არა მარტო საკუთარი თავის და სადღესასწაულო კაბის მოხატვა, არამედ  შეღება ყველა სხვა ბავშვი, ოპერატორებიც და რეჟისორიც, ნახეთ ის ცოცხალი, მის ახლობლებთან ერთად ვტირი," - წერს ოლენა ზელენსკა.

უკრაინის ქალაქ ვინიცაში, 14 ივლისს რუსი ოკუპანტების სარაკეტო იერიშს 23 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 3 ბავშვია.

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Olena Zelenska (@olenazelenska_official)