პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
„ომს მხოლოდ ნგრევა და სიკვდილი მოაქვს“, - ამის შესახებ რომის პაპმა ფრანცისკემ ვატიკანში, საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.
„ყოველთვის ახლოს ვარ ნაწამებ უკრაინასთან, რომელიც ყოველდღე რაკეტების წვიმაშია. როგორ შეიძლება, ვინმეს არ ესმოდეს, რომ ომს მხოლოდ ნგრევა და სიკვდილი მოაქვს, ადამიანებს აშორებს და სიმართლესა და დიალოგს კლავს. ვლოცულობ და იმედი მაქვს, რომ ყველა საერთაშორისო აქტორი ნამდვილად იმუშავებს მოლაპარაკებების განახლებისთვის და არა ომის გაღვივებისთვის“, - აღნიშნა რომის პაპმა ფრანცისკემ.