პოლიციამ სინდი კროუფორდის 27 წლის ვაჟის გარდაცვალების დეტალები გაასაჯაროვა
1790112051
პარიზში, გრევენის მუზეუმში, რუსული ჯარების უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ, პუტინის ცვილის ფიგურა დაშალეს.
2000 წელს შექმნილი ნამუშევარი საწყობში გადაიტანეს.
„პირველად, მუზეუმის ისტორიაში, მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, სკულპტურა გაგვაქვს საგამოფენო სივრციდან. ჩვენ აღარ გვსურს ამ ადამიანის ცვილის ფიგურის ყოველდღიური მოვლა”, - ამბობს მუზეუმის დირექტორი, ივ დელომე.
არსებული ინფორმაციით, მუზეუმი მის შეცვლას უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ქანდაკებით აპირებს.