ომში ბრძოლით მოვიპოვებთ გამარჯვებას, თუმცა დასასრული დიპლომატიური იქნება - ზელენსკი

ზელენსკი

„ომში ნამდვილად ბრძოლით მოვიპოვებთ გამარჯვებას, თუმცა დასასრული დიპლომატიური იქნება,“ - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

ზელენსკის თქმით, ომი უკრაინას არ დაუწყია, მაგრამ უნდა დაასრულოს.

„ეს ომი ჩვენ არ დაგვიწყია, მაგრამ უნდა დავასრულოთ. დღეს შემიძლია, გავიმეორო ეს სიტყვები, მაგრამ სხვა აზრი აქვს. მეგონა, რომ დასრულება დიალოგით იყო შესაძლებელი. ვფიქრობდი, რომ ეს იქნებოდა დიალოგი, რომელსაც გააჩნია შესაბამისი ტერმინი, რომ ამ დიალოგში შესაძლებელი იქნებოდა ბევრ კითხვასა და გადაწყვეტილებაზე რუსეთის მხრიდან პასუხის პოვნა.

ეს ახლა ავტომობილს ჰგავს, არა ელექტრომანქანას, არამედ ჰიბრიდს. ამიტომაც არის ომი ასეთი რთული. გამარჯვებაც რთული იქნება. ის იქნება სისხლიანი, თუმცა ბრძოლით მოპოვებული, დასასრული კი ნამდვილად დიპლომატიური იქნება“, - აცხადებს ზელენსკი.