პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
უკრაინის ვინიცის ოლქში რუსეთის ძალებმა თბოელექტროსადგური დაბომბეს. უკრაინული მედიის ცნობით, ინფორმაციას ამის შესახებ ვინიცის სამხედრო საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი ბორზოვი ავრცელებს.
მისი განცხადებით, თბოელექტროსადგურზე იერიშის შედეგად ქალაქ ლადიჟინში გათბობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო საგანგებო სიტუაცია გამოცხადდა. გათბობის გარეშე ქალაქის 18 ათასი მცხოვრებია დარჩენილი.
„ლადიჟინში სამხედრო ხასიათის საგანგებო მდგომარეობაა – ასეთი გადაწყვეტილება მიიღო ტექნოგენურ-ეკოლოგიური უსაფრთხოების და საგანგებო სიტუაციების საკითხებში მომუშავე საოლქო კომისიამ. ლადიჟინის თბოელექტროსადგურზე სარაკეტო დარტყმამ ქალაქის თბომომარაგების ქსელებში ავარია გამოიწვია“, – განაცხადა ბორზოვმა.
მისი ცნობით, ლადიჟის მერის მიმართვის გათვალისწინებ, ქალაქში ავარიის შედეგების სალიკვიდაციოდ საგანგებო შტაბი იმუშავებს.