პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
უკრაინაში ფრონტზე 101 სამხედრო მოსამსახურე ქალი დაიღუპა, 50 დაკარგულად ითვლება, 100 კი დაიჭრა. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა ქალთა მეექვსე ფორუმზე განაცხადა.
„350 ქალს მიენიჭა სახელმწიფო ჯილდოები, ორმა კი უკრაინის გმირის წოდება სიკვდილის შემდეგ მიიღო. საუბარია ინა დერეუსოვასა და კატერინა სტუპიცკაზე.
მთლიანობაში, ამჟამად უკრაინის არმიაში 59 786 ქალი მსახურობს, 18 000 ქალი შეიარაღებული ძალების სამოქალაქო თანამშრომელია. 41 000 სამხედრო პოზიციებს იკავებს, 5 000 კი ფრონტის ხაზზეა.
მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ სამხედრო კომისიებში ნებაყოფლობით დარეგისტრირდა 1 000 ქალი“ - განაცხადა ფორუმზე თავდაცვის მინისტრმა.