საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
1728054329
მარჯანიშვილის თეატრის რეჟისორი სანდრო ელოშვილი ბროკოლის შესახებ პირად შეხედულებას სოციალურ ქსელში აზიარებს.
როგორც ელოშვილი წერს, „ჯერ ღმერთს კულინარიაში ერთდროულად სასარგებლო, სამკურნალო და გემრიელი არაფერი შეუქმნია“
„თითქოს ის არ გვეყოფოდა ქართველებს, რომ მობაჟო სითხეში ყვავილოვანი კომბოსტოს ჩადება დავიწყეთ და ამით შევურაცხყვეთ ჭამა-სმის ღმერთი ქართულ მითოლოგიაში, ცხრანაოჭა გივია, ბოლოს იმდენი ვქენით რომ ეს რაღაც აყვავებული ხავსი, ბროკოლად წოდებული, დღითიდღე სარკომასავით ედება ჩვენს მაცივრებს!
სირცხვილი არ არის საქართველოს უკანასკნელი მეფე გიორგი XII ბატონიშვილი, მეტსახელად „ზაქიჭამია“ მიწაში იყოს და ბროკოლი ჩემს მაცივარში ?
LGBT კი არ გვართმევს ქართველობას (რასაც დიდი იმედი მაქვს რომ არ დაუშვებს გურამ ფალავანდიშვილი) პირველად, რომ ჩვენი ხელით მაცივარში ადგილი გამოვანთავისუფლეთ ამ მეორე კლასელი ბავშვის მიერ დახატული ბაყაყისთვის, იქ დაიწყო ჩამონგრევა და ჩამოთხლეშვა ჩვენი ქართველობის!
ვიცი ახლა ბევრი დამცავი გამოუჩნდებით და მეტყვით სასარგებლოაო… მე კი გეტყვით, 33 წელიწადია ყბები როგორც გიორგი მეშვიდეს დროინდელი საქართველო, ისე მაქვს (გიორგი მეშვიდეს თემურ ლენგი შემოესია 7 ჯერ) სულ ბრძოლაში და მოქმედებაში! ამიტომაც დამეჯერება, ჯერ ღმერთს კულინარიაში ერთდროულად სასარგებლო, სამკურნალო და გემრიელი არაფერი შეუქმნია!
ნუ მოვიტყუებთ თავს!
ნუ ვიტყვით, რომ ოთარაანთ ქვრივივით პატიოსან სოფლის დედალას, ცხიმისგან წებოვან ბარკალს რომ წააძრობ და დაბრაწულ კანს, რომ ქართული ფლორის განძთსაცავში, ანუ მწვანე ტყემალში შეაბზრიალებ… ამას მუხუდოს პასტა სჯობს?
კეცში ჩასვენებულ მეგრულ კუპატს დანას რომ ჩასცემ და როგორც ბოტიჩელის “ვენერას დაბადება”, ნიჟარასავით რომ გადაიხსნება, გადასკდება და მარგალიტებივით მიმოიპნევა შიგთავსი…
ამას სჯობს სტაფილოს შტრუდელი?
2-3 იანვრის ღამეს, სტუმრებს და სტუმრიანობას, რომ მოილევ, ძალით რომ დაიწყებ მთქნარებას, რათა სხვებს გადასდო, შემდეგ მოტყუებით, რომ დააძინებ მთელს ოჯახს, შენ კი ჩუმად რომ ადგები, სიბნელეში, სამზარეულოში, ოდნავ “გარეზინებულ” შოთის პურს რომ ნახევარს მოაგლეჯ, მაცივრიდან ყველაზე დიდ და ღირსეულ ქვაბს რომ გამოიღებ, თავს რომ ახდი, შიგნიდან, როგორც ზღვის სანაპიროზე, ქოლგის ქვეშ ჩაძინებულს, მზე რომ შემოგანათებს თვალებში, ისე რომ შემოგანათებს მსოფლიოს მერვე… ანდა სულაც პირველი საოცრება! საქართველოს არამატერიარული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, მისი უდიდებულესობა საცივი… როგორც ბრუტუსმა კეისარს, ისე განმგმირავად რომ ჩასცემ ლავაშის ყუას შუაგულში და რამოდენიმე წამში ღრუბელივით (“გუბკა“) რომ გაიბერება და გაივსება ამ ზეციური წვენით…
ამას მართლა ისპანახის ფრიტატა გირჩევნიათ? ფრთხილად ქართველებო!
გახსოვდეთ რომ ჩვენს სულში, ჩვენს ტრადიციებში, ჩვენს ჯიშში, ჩვენს ჯილაგში, ერთგვარი გენეტიკური კოდია ჩადებული და ჩვენც, ჩვენი წინაპრების მსგავსად ვალდებულები ვართ თუ არ დავიხოცებით, ხანდახან მაინც შეგვაწუხოს ქოლესტერინმა!
ნუ მივცემთ უფლებას ლიბერასტ მომხვდურებს მაცივარი გამოგვივსონ ბროკოლით, ოსპით, ჯინჯერით და მსგავსი კაპიტულანტური სარეველათი!
ან თუ მაინცდამაინც ფესვი გინდათ მაცივარში, რაღა ჯინჯერის ფესვს ინახავთ? მუხის ფესვები შეინახეთ… მოხვალთ სახლში მთვრალი, გამოაღებთ და იმღერებთ „მუმლი მუხასაო, მუმლი მუხასაო…“
ასე რომ ახლავე გამოაღეთ მაცივარი! ამაღლდით! კურდღელზე, ირემზე და კუზე მაღლა დადექით და რასაც ეგენი ჭამენ ყველაფერი გადაყარეთ! 2021-09-24ციციშვილის კლინიკაში მოთავსებული 100-ზე მეტი ბავშვიდან 21 რეანიმაციული პაციენტია
როდესაც 1803 წელს, ამერიკელმა ტომას მურმა პირველი მაცივარი შექმნა… შეიძლება მაინცდამაინც ხორცის შესანახად არ შეუქმნია, მაგრამ ბროკოლის შესანახადაც რომ არ შეუქმნია – ეს ფაქტია !
ეს მწვანე ფეხსაცმლის საწმენდი კარგი რომ იყოს 6600 გვერდიდან ერთ აბზაცს მაინც დაუთმობდა სუსი!
და ბოლოს… გახსოვდეთ ! ღმერთმა თავის ხატად შექმნა ადამიანი და ადამიანს გააჩნია სული და ხორცი… სული და ბროკოლი კი არა?! ხორცი! ხორცი! ხორცი!“, – წერს სანდრო ელოშვილი.