დღეიდან 5 ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრება გაუმჯობესდება
1732290001
ბანანი ის ხილია, რომელიც განურჩევლად ასაკისა, ყველას უყვარს. ის განსაკუთრებით პოპულალურია ბავშვებში. საზოგადოების უმრავლესობა საჭმელად ყვითელკანიან, შედარებით მაგარ ბანანს ამჯობინებს, თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ გადამწიფებული ბანანი ჩვეულებრივისგან ან მწვანე, უმწიფარი ბანანისგან არა მხოლოდ გემოთი და კონსისტენციით განსხვავდება, არამედ ორგანიზმზეც სხვაგვარად მოქმედებს.
როცა ბანანი გადამწიფდება, მასში შემავალი რთული ნახშირწყლები და შაქარი მარტივ საქაროზად გარდაიქმნება და შესაბამისად ორგანიზმი მას უფრო იოლად ითვისებს. მცირდება სახამებლის შემცველობაც. მწიფე ბანანში უფრო მეტი ვიტამინი და მიკროელემენტია ვიდრე უმწიფარში. უმჯობესია, თუ მცირეწლოვან ბავშვებს სწორედ ასეთ, რბილ, მწიფე ბანანს მივცემთ პიურეს სახით - მათი ორგანიზმი უკეთ აითვისებს.
ქერქის გაშავებასთან ერთად, მართალია სავაჭრო სახეს კარგავს, მაგრამ ბანანში მეტი ანტიოქსიდანტები წარმოიქმნება. მისი მოხმარება იმუნური სისტემისთვის ძალიან სასარგებლოა. ამიტომ, სანამ გაშავებული, დარბილებული ბანანის ნაგავში გადაგდებას გადაწყვეტთ, გაიხსენეთ მისი ყველა სიკეთის შესახებ. გადამწიფებული ბანანის გამოყენება შესაძლებელია კექსების, ბლინების და სხვადასხვა სმუზების გაკეთების დროსაც.
რაც შეეხება ხილის შენახვას - გამომდინარე იქიდან, რომ ბანანი ტროპიკული ხილია, მას მშრალი და გრილი გარემო უყვარს. ნუ შეინახავთ ხილს მაცივარში.
ბანანის სხვა თვისებების და თავისბურებების შესახებ მეტი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ: