ოდესის თავზე უკრაინელებმა რუსული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდეს

უკრაინა

ოდესის თავზე რუსული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდეს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

როგორც ეროვნული წინააღმდეგობის საზოგადოებრივი შტაბის სპიკერმა, სერგეი ბრაჩუკმა განაცხადა, ერთ-ერთი მექანიზებული ბრიგადის საჰაერო თავდაცვის ნაწილებმა უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო თავდაცვის სისტემასთან ერთად ახლახან ჩამოაგდეს სამხედრო თვითმფრინავი.

მისივე თქმით, ჩამოგდებულია სუ-30 თვითმფრინავი.

ასევე, ოდესის სამხედრო ადმინისტრაციის პრესსამსახური იტყობინება, რომ ბოლო აფეთქებები, რომლებიც ქალაქში გაისმა, საჰაერო თავდაცვის ხმები იყო.

„პივდენის ოპერატიული სარდლობის მიხედვით, სწორედ უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო თავდაცვა მუშაობდა. ჩვენმა სამხედრო ძალებმა ოდესის გარეუბანში მტრის თვითმფრინავი ჩამოაგდეს", - ნათქვამია განცხადებაში.