პესკოვის თქმით, მოლაპარაკებებზე უარის გამო, რუსეთის ჯარებმა განაახლეს წინსვლა უკრაინაში

დიმიტრი პესკოვი

ვლადიმერ პუტინმა 25 თებერვალს დღისით მოსალოდნელ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით გასცა ბრძანება შეჩერდეს რუსული არმიის ნაწილების გადაადგილება უკრაინაში, განაცხადა დიმიტრი პესკოვმა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს.

„გუშინ შუადღისას, უკრაინის ხელმძღვანელობასთან მოსალოდნელ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, რუსეთის უზენაესმა სარდალმა და რუსეთის პრეზიდენტმა გასცეს ბრძანება რუსული ჯარების ძირითადი ძალების წინსვლის შეჩერების შესახებ“, - განაცხადა კრემლის სპიკერმა.

დღეს 26 თებერვალს გამომდინარე იქიდან რომ მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს, ოპერაციის გეგმის თანახმად, რუსული ძალების გადაადგილება გაგრძელდა, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა.