„5-6 თვეში, ვხედავ...“ - გოგა მანია საქართველოსა და მსოფლიოზე
1751482200
ნიუ იორკში, საცხოვრებელ კორპუსში ხანძარს სულ მცირე 19 ადამიანი, მათ შორის ცხრა ბავშვი ემსხვერპლა.
ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
გამოცემის ცნობით, ბრონქსის უბანში მდებარე 19-სართულიან კორპუსში ხანძრის შედეგად, სულ მცირე 63 ადამიანი დაშავდა, რომელთაგან 32-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
ცეცხლის ჩასაქრობად შემთხვევის ადგილზე 200-ზე მეტი მეხანძრე მივიდა. ხანძრის ადგილზე იმყოფებოდა ნიუ იორკის მერი ერიკ ადამსიც.
„ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე საშინელი ხანძარი, რაც ჩვენ ვნახეთ თანამედროვე დროში აქ, ქალაქ ნიუ იორკში“, – განაცხადა ადამსმა.