1740372372
ნიდერლანდებში კოვიდრეგულაციების გასაპროტესტებლად ცნობილ მუზეუმებსა და საკონცერტო დარბაზებში სალონები გაიხსნა

ცოტა ხნის წინ ნიდერლანდებში მუშაობა განაახლეს მაღაზიებმა, სალონებმა და სპორტულმა დარბაზებმა, თუმცა შეზღუდვების შემსუბუქება კულტურის სფეროს არ შეეხო. მუზეუმები, თეატრები და საკონცერტო დარბაზები საზოგადოებისთვის დახურულია.
ინფორმაციას France 24-ი ავრცელებს.
კულტურის სფერომ კოვიდრეგულაციების გაპროტესტება გადაწყვიტა. ნიდერლანდების ცნობილი მუზეუმები და საკონცერტო დარბაზები, მათ შორის, ვან გოგის მუზეუმიც სალონებისა და სპორტდარბაზების სახით გაიხსნა. თმის შესაჭრელად მისულ ადამიანებს მომსახურების მიღების პარალელურად ხელოვნების გამორჩეული ნიმუშების თვალიერება ან სიმფონიური ორკესტრისთვის მოსმენა შეუძლიათ.
„გვინდოდა დაგვემტკიცებინა, რომ მუზეუმში სტუმრობა უსაფრთხოა და მუშაობის უფლება უნდა მოგვეცეს",- ამბობს ვან გოგის მუზეუმის დირექტორი.