პრაქტიკული რჩევები - როგორ ვიცხოვროთ კოვიდ პაციენტთან ერთად ისე, რომ ჩვენი დაინფიცირების შანსი მინიმუმი იყოს

თვითიზოლაცია

საქართველოში „ომიკრონის“ შტამის გაჩენის შემდეგ ინფიცირებულთა რიცხვი დღითი დღე იზრდება. მიუხედავად იმისა, რომ ამ შტამს მსუბუქი სიმპტომები ახასიათებს, იზოლაციასა და ერთმანეთისგან თავის დაცვას ექსპერტები მაინც აუცილებლად მიიჩნევენ.

ხშირად არის ისეთი შემთხვევა, რომ ერთი ოჯახის წევრს ვირუსი დადასტურებული აქვს, სხვებს კი მათთან ერთად უწევთ დროის გატარება.

თოდუას კლინიკის ეპიდემიოლოგი, ნათია გორგაძე გვირჩევს, როგორ ვიცხოვროთ კოვიდ პაციენტთან ერთად ისე, რომ ჩვენი დაინფიცირების შანსი მინიმუმამდე იყოს დაყვანილი.

ეპიდემიოლოგი „რუსთავი 2“-ის დილის გადაცემაში საუბრობს პრაქტიკულ რჩევებზე, რომლებიც დაინფიცირებას აგვარიდებს თავიდან.