პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
„ყველა ეს სამიზნე ჩვენი ისტორიაა. რუსეთის ბელადებმა არ იციან ჩვენი ისტორია, მათთვის ეს არაფერს ნიშნავს. მათ აქვთ ერთი მიზანი - წაშალონ რუკიდან ჩვენი სამშობლო, ჩვენი ქვეყანა, ჩვენი უკრაინა“ - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
„დღეს უკრაინელები გახდნენ თავისუფლების სიმბოლო, ჩვენ ვიბრძვით ერთმანეთისთვის, ვეხმარებით ერთმანეთს, ჩვენ გვტკივა ერთმანეთის, ჩვენ შევიყვარეთ ერთმანეთი. დღეს დილას თავისუფლების მოედანზე ჩვენ ყველა ვიყავით ხარკოველები. პუტინმა არ დაიზარა და დაბომბა საცხოვრებელი სახლები.
გუშინ მთელი ღამე ბომბავდნენ კიევს, მაგრამ ჩვენ დღეს ისევ ფეხზე ვდგავართ. ჩვენ გავუმკლავდით სარაკეტო შეტევას, მტერს სამიზნედ აქვს ამოღებული ჩვენი ხალხის საფლავები, რომლებიც ფაშისტების წინააღმდეგ იბრძოდნენ, ასევე ამოღებული აქვთ სამიზნეში ყველა ის შენობა, რომელიც ევროპასა და თავისუფლებასთან ასოცირდება.
ყველა ეს სამიზნე ჩვენი ისტორიაა. რუსეთის ბელადებმა არ იციან ჩვენი ისტორია, მათთვის ეს არაფერს ნიშნავს. მათ აქვთ ერთი მიზანი - წაშალონ რუკიდან ჩვენი სამშობლო, ჩვენი ქვეყანა, ჩვენი უკრაინა“, - განაცხადა ზელენსკიმ.