პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს უნდა გაიმართოს - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ცნობით, პირველ რაუნდზე უკრაინელმა დიპლომატებმა რუსული მხარისგან ცეცხლის დროებითი შეწყვეტა მოითხოვეს, თუმცა მოსკოვმა ამის გარანტია არ მისცა. ამასთანავე, უკრაინული მედიისვე ინფორმაციით, უკრაინელმა დიპლომატებმა რუსული მხარის მიერ წამოყენებული რამდენიმე პირობაც დაასახელეს, რომელთა შორის არის უკრაინის ნეიტრალური სტატუსი, რომელიც განმტკიცებული იქნება უკრაინის კონსტიტუციით, ჩატარებული რეფერენდუმის საფუძველზე.
ვოლოდიმირ ზელენსკი ვლადიმერ პუტინთან მოსალაპარაკებლად მზადაა - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა CNN-ის ჟურნალისტთან ინტერვიუში ისაუბრა.