პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის გენშტაბმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სარაკეტო დარტყმას განახორციელებენ.
მისი ვარაუდით, რუსები სარაკეტო დარტყმას უკრაინის უშიშროების სამსახურის შენობაზე მიიტანენ.
„რუსეთის გენერალური შტაბის ოფიციალური განცხადების თანახმად, ისინი სარაკეტო დარტყმას განახორციელებენ. ჩემი აზრით, ეს მოხდება უკრაინის უშიშროების სამსახურის შენობაზე. უკრაინის უშიშროების სამსახურის შენობა ვლადიმირის ქუჩაზე მდებარეობს. 200 მეტრში კიევის სოფიის ტაძარია. ეს ტაძარია სამხედრო ინფრასტრუქტურაა? ეს ადგილი მთელი ქრისტიანული სამყაროსთვის, ყველა მართლმადიდებლისთვის, ყველა მორწმუნე ადამიანისთვის სიწმინდეს წარმოადგენს. ისინი სარაკეტო დარტყმებს ახორციელებენ ამ ქალაქის მისამართით. ესვრიან ძველ კიევს, ძველ ქალაქს,“ - განაცხადა ზელენსკიმ CNN-სა და Reuters-თან ინტერვიუში.