NATO არ იქნება წარმოდგენილი უკრაინის მიწაზე მისი ჯარებით - იენს სტოლტენბერგი

სტონტელბერგი

უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე NATO-ს გენერალურმა მდივანმა, ისლანდიის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის დროს ისაუბრა.

მისი თქმით, NATO უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებში არ ჩაერთვება.

„NATO არის 30 სხვადასხვა სახელმწიფოს გაერთიანება ატლანტიკის ორივე მხარეს, სხვადასხვა ისტორიითა და გეოგრაფიით, ეს ჩვენი სიძლიერეა. გასული თვეების განმავლობაში მნიშვნელოვნად გავზარდეთ ჩვენი წარმომადგენლობა აღმოსავლეთ ფლანგზე.

ჩვენ გავზარდეთ NATO-ს საპასუხო ძალების მზადყოფნა, გავააქტიურეთ NATO-ს თავდაცვის დანახარჯები. ახლა ჩვენ შეგვიძლია, უფრო მარტივად გავზარდოთ ჩვენი სამხედროები ევროპაში.

NATO უზრუნველყოფს მნიშვნელოვან მხარდაჭერას უკრაინისთვის, ჩვენ არ ვართ და არ ვიქნებით კონფლიქტის ნაწილი. NATO არ იქნება წარმოდგენილი უკრაინის მიწაზე მისი ჯარებით. ჩვენ არ ვიქნებით უკრაინის საჰაერო სივრცეში, თუმცა ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის მთავრობას, სამხედრო და ჰუმანიტარული და ფინანსური  დახმარებებით," - აცხადებს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი