„მსაჯები და მაყურებლები მის მხარეს იყვნენ“ - უმარის მწვრთნელი თვლის, რომ მოიგეს
1737299288
ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძის თქმით, რუსეთი უკვე დამთავრებულია, თუმცა ახლა მთავარია გვამმა გახრწნისას პლანეტა არ წაიყოლოს.
მისი თქმით, გერმანიამ საფრანგეთმა და სხვა ქვეყნებმა, რომლებიც ჯერ კიდევ ყოფითი საკითხებით არიან დაკავებულნი, თუ სრული სიცხადით არ დაინახეს რეალობა, მალე გაზი აღარავის დასჭირდება.
„რუსეთი დამთავრდა. მთავარია, დაუმარხავმა გვამმა გახრწნისას პლანეტა არ წაიყოლოს. დამარხვა უნდა მოხერხდეს, თორემ პერსონალურ სუიციდს, რომლის განხორციელებაც დაიწყო, არ დასჯერდება, გაფართოებულ სუიციდს მოაწყობს, რომ აღარავინ დარჩეს ცოცხალი მის შემდეგ. ეს უნდა ესმოდეთ გერმანიას, საფრანგეთს და სხვა "რაციონალურ" ქვეყნებს, ჯერ კიდევ ყოფითი საკითხებით რომ არიან მოცული და გაზის შემოკლება ჰგონიათ მთავარი საფრთხე თავიანთი უდარდელი ცხოვრებისთვის. თუ სრული სიცხადით არ დაინახეს რეალობა, გაზი მალე აღარავის დასჭირდება“, - წერს ნათია ფანჯიკიძე.