პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
რუსეთმა უბრალოდ უნდა გააჩეროს უდანაშაულო, მშვიდობიან ხალხზე და ქვეყანაზე თავდასხმა, – ამის შესახებ ანტალიაში მიმდინარე დიპლომატიურ ფორუმზე NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
მისი თქმით, სანქციები პუტინზე ახდენს ზეწოლას და ზრდის მიზეზებს, რომ ის დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან.
„ჩვენ მათ 2014 წლიდან ვეხმარებით აღჭურვილობით, ბევრმა მოკავშირემ უკრაინის შეიარაღებული ძალების ათობით ათასი წევრი გადაამზადა და ეს ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს, რადგან ამ ჯარის დიდი ნაწილი ფრონტის ხაზზეა, ებრძვის შეჭრილ რუსულ ძალებს. ეს რა თქმა თქმა, უნდა უპირველეს ყოვლისა უკრაინული ჯარის, ხალხის, ლიდერების გამბედაობის დამსახურებაა, რამაც შეანელა რუსეთის შეჭრა, მაგრამ ის მხარდაჭერა, რაც ნატო-მ გაუწია უკრაინას 2014 წლის შემდეგ, დადასტურდა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ასევე ჩვენ ვაწესებთ უპრეცედენტო სანქციებს, ასე რომ კონკრეტული მხარდაჭერა და სანქციები პუტინზე ახდენს ზეწოლას და ზრდის მიზეზებს, რომ ის დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან.
არავის სურს ეს სანქციები, ეს სანქციები ძვირი უჯდება მთელს მსოფლიოს, მათ შორის იმ ქვეყნებს, რომლებიც აწესებენ სანქციებს. ამავდროულად, ჩვენ უნდა გვქონდეს რეაქცია, როდესაც ვხედავთ, რომ რუსეთი სასტიკად არღვევს საერთაშორისო სამართალს, სასტიკი გზით იჭრება დამოუკიდებელ სუვერენულ სახელმწიფოში, უკრაინაში. 140-მა ქვეყანამ გაერო-ში ეს მკაცრად დაგმო. ნატო-მ და მისმა მოკავშირეებმა დაუწესეს მკაცრი სანქციები რუსეთს, რომ გაზრდილიყო ზეწოლა, რაც ზრდის შანსს, რომ ისინი მივიდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან. დავეთანხმები უკრაინის პრემიერ-მინისტრს, რომ ყველა ომი უნდა დასრულდეს მოლაპარაკების მაგიდასთან.
მე პატარა ქვეყნიდან ვარ, ნორვეგიიდან, რომელიც რუსეთის მეზობელია და როცა ჩვენ გავხდით ნატო-ს წევრები, იოსებ სტალინმა და საბჭოთა კავშირმა თქვეს, რომ ეს იყო პროვოკაცია. შემდეგ ლონდონმა, პარიზმა, ვაშინგტონმა თქვეს, რომ ნორვეგიის გადასაწყვეტია, ჩვენ შევიტანეთ განაცხადი და მათ მიგვიღეს. იდეა, რომ დიდი ქვეყნებს შეუძლიათ, გადაწყვიტონ რისი გაკეთება შეუძლიათ პატარა ქვეყნებს, ეს არის პროვოკაცია, ეს არის ისეთი მსოფლიო, რომელში ცხოვრებაც მე არ მინდა“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.