საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
1728054329
მიმდინარე წლის 18 იანვრიდან უკრაინასა და რუმინეთს შორის სამგზავრო მატარებლის მოძრაობა აღდგება. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.
გამოცემის ცნობით, მატარებელი დღეში ორჯერ იმოძრავებს და ის კარპატის ოლქს რუმინეთთან დააკავშირებს.
რუმინეთსა და უკრაინას შორის პირდაპირი სარკინიგზო მიმოსვლა 17 წლის წინ შეწყდა და რუმინეთში მოხვედრა მხოლოდ მოლდოვის ან უნგრეთის გავლით იყო შესაძლებელი.
ცნობისთვის, ვინაიდან უკრაინაში დღეს სამგზავრო თვითმფრინავები არ დაფრინავენ, სარკინიგზო მოძრაობას, ძირითადად პოლონეთის და რუმინეთის მიმართულებით ქვეყნისთვის უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს.