66 000-ზე მეტ პირს დავალიანება გაუნულდება! - ნახეთ, ვის შეეხება ცვლილებები
1740253942
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას 2,5 მილიარდის ოდენობის სამხედრო დახმარება გამოუყო. უკრაინული მედიის ინფორმაციით, დახმარების ახალ პაკეტში შედის „ჰაიმარსისა“ და „სანამსის“ სისტემები.
გარდა ამისა, ამერიკა უკრაინას გადასცემს „ევენჯერის“ ტიპის რვა საჰაერო თავდაცვის სისტემას.
ეს ამერიკის მიერ უკრაინისთვის გამოყოფილი სამხედრო დახმარების უკვე ოცდამეათე პაკეტია. საერთო ჯამში, ომის დაწყების შემდეგ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას სამხედრო დახმარების სახით 26 მილიარდი დოლარი გამოუყო.