1732386875
მოსკოვის მიერ ბრძოლის ველზე მიღწეული დროებითი წარმატებები ვერ შეცვლის ომის მიმდინარეობას - ნედ პრაისი
"სოლედარისთვის სასტიკი ბრძოლა, რომლის დროსაც რუსმა სამხედროებმა მნიშვნელოვანი ზარალი განიცადეს, ჯერ კიდევ გრძელდება და მოსკოვის მიერ ბრძოლის ველზე მიღწეული დროებითი წარმატებები ვერ შეცვლის ომის მიმდინარეობას", - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლმა, ნედ პრაისმა ბრიფინგზე განაცხადა.
სახელმწიფო დეპარტამენტი ელის, რომ ბრძოლა გაგრძელდება და ორივე მხარე გააგრძელებს თავდასხმას.
„ვერც ერთი რუსული წარმატებები, რომელიც პერსონალსა და აღჭურვილობაში ასეთი მძიმე დანაკარგების ფასად იქნება, ვერასოდეს შეცვლის ომის მიმდინარეობას“, - დასძინა პრაისმა.