ნახეთ მისამართები, სადაც ხვალ წყალი შეწყდება - GWP აბონენტებს აფრთხილებს
1728586816
უკრაინელ ჯარისკაცს გულ-მკერდის არიდან აუფეთქებელი ყუმბარა ამოუღეს. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
გამოცემის ცნობით, ოპერაცია წარმატებით დასრულდა.
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ჰანა მალიარის თქმით, ქირურგებმა იარაღი დაშავებულ სამხედროს მკერდიდან ამოუღეს. ამის დასტურად მან ფეისბუქზე სამხედროს რენტგენის სურათი ატვირთა.
“სამხედრო ჰოსპიტლის ექიმებმა აუფეთქებელი ყუმბარის ამოსაღებად ოპერაცია ჩაატარეს”, – წერს ჰანა მალიარი ფეისბუქზე.
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩევლის, ანტონ გერაშენკოს განცხადებით, ოპერაციას სპეციალური ჯგუფი ესწრებოდა, რომლებმაც საბრძოლო მასალა გაანეიტრალეს.
მისივე თქმით, პროცედურა სამედიცინო სახელმძღვანელოებში ჩაწერას იმსახურებს.
"ჩვენი ექიმების პრაქტიკაში ასეთ ოპერაციებს ადგილი არ ჰქონია. ვფიქრობ, ეს შემთხვევა სამედიცინო სახელმძღვანელოებში ჩაიწერება", - თქვა გერაშენკომ.