მორიგი სარაკეტო იერიში ოდესის რეგიონში ცოტა ხნის წინ განხორციელდა - უკრაინის ოპერატიული სარდლობა "სამხრეთი"

რაკეტა

რუსული საოკუპაციო ძალების მხრიდან მორიგი სარაკეტო იერიში ოდესის რეგიონში ცოტა ხნის წინ განხორციელდა. სამი "კინაჟალის" ტიპის რაკეტა სტრატეგიული ტუ-22  თვითმფრინავიდან ისროლეს. 

ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია გამოცემა YNIAN Telegram არხზე ოპერატიული სარდლობის "სამხრეთის" ცნობებზე დაყრდნობით ავრცელებს. 

სარაკეტო დარტყმები ტურისტული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე განხორციელდა. 

ამ დროისთვის, ოფიციალური მონაცემებით, საჰაერო იერიშის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა, დაინგრა ხუთი შენობა.

ახლა, ნანგრევებისგან წმენდის სამუშაოები მიმდინარეობს. 

ადგილზე ეროვნული პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული ჯგუფი მუშაობს.