პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
24 თებერვლიდან მთელი ევროპა ხედავს ომის დაბრუნებას მისი ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე, სადაც ერთ მხარეს არის აგრესორი – რუსეთი, ხოლო მეორე მხარეს, აგრესიის მსხვერპლი – უკრაინა. ეს ომი პირველ რიგში ყველაზე მეტად გავლენას ახდენს ევროპაზე, რადგან ის მის მიწაზე მიმდინარეობს, – ამის შესახებ საგარეო საკითხთა და უსაფრთხოების სფეროში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჟოზეფ ბორელმა განაცხადა.
„ისე, როგორც ყოველ წელს, ჩვენ 9 მაისს აღვნიშნავთ ევროპის დღეს და პატივს მივაგებთ რობერტ შუმანის დამფუძნებელ დეკლარაციას, რომელმაც საწყისი დაუდო ევროპულ პროექტს. დღეს ამ დღესასწაულს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. 24 თებერვლიდან მთელი ევროპა ხედავს ომის დაბრუნებას მისი ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე, სადაც ერთ მხარეს არის აგრესორი – რუსეთი, ხოლო მეორე მხარეს, აგრესიის მსხვერპლი – უკრაინა. ეს ომი პირველ რიგში და ყველაზე მეტად გავლენას ახდენს ევროპაზე, რადგან ის მის მიწაზე მიმდინარეობს.
მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა არ არის ევროკავშირის წევრი, ის ძალიან ახლო პარტნიორია, რომელთანაც ჩვენ გვაქვს ყველაზე ყოვლისმომცველი ასოცირების შეთანხმება და ვისი ევროპული მიდრეკილებაც უდავოა. იმ დროს, როდესაც ევროკავშირის მოქალაქეებისთვის ინტეგრაციის პროცესი დიდი წარმატების ისტორიაა, ზოგიერთი ევროპელი ევროპული პროექტის მიზანშეწონილობას ეჭვქვეშ აყენებს. ომმა უკრაინაში დრამატულად შეგვახსენა ევროკავშირის მტკიცე ღირებულებების როლი, როგორც ევროპელებს შორის მშვიდობის პროექტის და ძლიერი მოთამაშის შესახებ, რომელიც იცავს და ხელს უწყობს უსაფრთხოებას ჩვენს კონტინენტზე და მთელ მსოფლიოში“, – ნათქვამია ჯოზეფ ბორელის განცხადებაში.