პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
უკრაინის პრეზიდენტმა ალბანეთის პარლამენტს სიტყვით მიმართა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ალბანელ კანონმდებლებს უკრაინაში შექმნილი ვითარება გააცნო და განაცხადა, რომ რუსული აგრესიის მსხვერპლი ყოველდღიურად იზრდება, მათ შორის არიან ბავშვებიც.
„ყოველი უკრაინელი მთვარის გამოჩენას მშვიდად ვერ უყურებს, სარაკეტო იერიშების გამო ყოველი დღე საშიშია. ყოველდღიურად ჩვენ ასეთი რეალობაში გვიწევს ცხოვრება, რუსული შემოჭრის შედეგად უკვე 220 ბავშვი დაღუპა, ხოლო 406 დაიჭრა. რუსეთი აგრძელებს თავდასხმებს და ცდილობს გაანადგუროს უკრაინული ქალაქები და სოფლები, ისევე, როგორც გაანადგურა ერთ დროს კარგად მოწყობილი და განვითარებული ქალაქი აზოვის ზღვის ნაპირზე, მარიუპოლი განადგურებულია.
ევროპა ახლა სანქციების მეექვსე პაკეტზე საუბრობს. რომელშიც საუბარია ემბარგოზე რუსული ნავთობ-პროდუქტების წინააღმდეგ. მოგიწოდებთ, დაკეტოთ პორტები რუსული გემებისთვის,"- განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.