ყვარლის მუნიციპალიტეტში ხანძარია
1732287233
უკრაინელი ჟურნალისტები გაესაუბრნენ ბიჭს, რომელმაც ლვოვის ერთ-ერთ კაფეში შესულ ანჯელინა ჯოლის ყურადღება არ მიაქცია. ინტერვიუ მოზარდთან ТСН-მა გამოაქვეყნა.
გამოცემის ინფორმაციით, ბიჭი 14 წლის არის, მას იულიანი ჰქვია და ის მერვე კლასში სწავლობს. მან კაფეშ შესვლა იმიტომ გადაწყვიტა, რომ სამარშრუტო ტაქსის ლოდინით დაიღალა. სწორედ ამ დროს იქვე ჰოლივუდის ვარსკვლავი აღმოჩნდა.
„მაგიდასთან დავჯექი და გავიგე, რომ ვიღაც ინგლისურად საუბრობს. ვიფიქრე, რომელიმე ამერიკელი Instagram-ვარსკვლავი იქნებოდა. ყურადღება არ მივაქციე. ვნახე, მაგრამ ვერ მივხვდი, ვერ ვიცანი“, - განაცხდა ბიჭმა და აღნიშნა, რომ ჯოლის მონაწილეობით ბევრი ფილმი აქვს ნანახი, თუმცა რეალობაში ის სხვანაირია.
იულიანი არ განიცდის იმას, რომ მიმების გმირი გახდა, პირიქით, მას მიაჩნია, რომ ახლა ყველას სჭირდება პოზიტიური ემოციები.
ნახეთ ვიდეო - რას ამბობს 14 წლის იულიანი „რუსთავი2“-თან