4 წლის გალა გასვიანის ვიდეო სოციალურ ქსელს იპყრობს - როგორ გააოცა პატარა გენიოსმა მაყურებელი
1767981989
მიკოლაივის ოლქში რამდენიმე სამოქალაქო მანქანა აღმოაჩინეს, რომელშიც დასახიჩრებული და დახვრეტილი ადამიანების ცხედრები იყო, - უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ „სამხრეთის“ ოპერატიული სარდლობა იუწყება.
„მიკოლაივში ჩვენმა ქვედანაყოფებმა აღმოაჩინეს რამდენიმე სამოქალაქო მანქანა დასახიჩრებული და დახვრეტილი ადამიანების ცხედრებით. ტექნიკის დაზიანება, წინასწარი მონაცემებით, მოწმობს დანაღმულ ზონაში მანქანების აფეთქებას და ასევე, კოლონის დაბომბვას. როდესაც ადგილობრივმა მოსახლეობამ ევაკუაცია სცადა, ოკუპანტებმა ჯერ მათ აჩვენეს გზა დანაღმული ტერიტორიის გავლით, შემდეგ კი დახვრიტეს ისინი, ვინც აფეთქების შემდეგ გადარჩნენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.