პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
უკრაინული გამოცემის украинская правда-ს ცნობით, რუსეთის პროპაგანდისტულ სატელევიზიო არხზე გასული სიუჟეტის შემდეგ უკრაინელმა სამხედროებმა ოკუპანტების თვითმავალი ნაღმსატყორცნის – Тюльпан-ის ადგილმდებარეობა დაადგინეს და გაანადგურეს.
ამის შესახებ უკრაინის ეროვნული გვარდია ინფორმაციას და ვიდეო კადრებს ავრცელებს.
მათივე ცნობით, ეს 240 მმ-იანი თვითმავალი ნაღმსატყორცნი Тюльпан-ი სწორედ ისაა, რომელმაც სევეროდონეცკისა და ლისიჩანსკის დამაკავშირებელი ხიდი გაანადგურა და სახლები სევეროდონეცკში დაანგრია.
„უკრაინის ნაციონალური გვარდიის სწრაფი რეაგირების ბრიგადის და მეფე დანილის სახელობის 24-ე ბრიგადის არტილერიამ ჯერ ნაღმსატყორცნი ანგარიდან, შემდეგ კი გაანადგურა.
მადლობა რუს პროპაგანდისტებს სამიზნის მოცემისთვის.
ამავე ადგილას მოწინააღმდეგის ტექნიკის ავტოპარკიც განადგურდა“, – წერს უკრაინის ნაციონალური გვარდია განცხადებაში.