პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
მესმის პრეზიდენტ ზელენსკის იმედგაცრუების მაგრამ ნატო არ დაუშვეს კონფლიქტის კიდევ უფრო გაფართოებას - ამის შესახებ იენს სტოლტენბერგმა გერმანულ მედიასთან ინტერვიუს დროს განაცხადა.
ალიანსის გენერალური მდივნის თქმით, პუტინმა ამ უპრეცედენტო ომისთვის დიდი საფასური უნდა გადაიხადოს.
"მე მესმის პრეზიდენტი ზელენსკისა და უკრაინელი ხალხის ფრუსტრაცია, რომლებიც პუტინისა და მისი ჯარების სასტიკი და უაზრო ომის მსხვერპლნი არიან. თუმცა ჩვენ არ დავუშვებთ რომ კონფლიქტმა უფრო ფართო სახე შეიძინოს. ამავდროულად, უნდა მოხდეს აღიარება იმ მნიშვნელოვანი მხარდაჭერისა, რაც უკრაინამ ნატოს მოკავშირეებისგან, მათ შორის გერმანიისგან მიიღო. ჩვენ მნიშვნელოვნად გავზარდეთ სამხედრო და ფინანსური მხარდაჭერა უკრაინისადმი და ამ ძალისხმევაში გერმანია გადამწყვეტ როლს თამაშობს. ჩვენ ასევე ვუზრუნველყოფთ უპრეცედენტო სანქციებს, რათა პუტინმა ამ უპრეცედენტო ომისთვის დიდი საფასური გადაიხადოს," - აცხადებს იენს სტოლტენბერგი.