პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
„ჩემი უკრაინაში ვიზიტი იდეის და მონახაზის დონეზე განიხილება უკრაინელ კოლეგებთან“ - ამის შესახებ სოციალურ ქსელში სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია წერს.
„დღეს გავრცელდა ინფორმაცია უკრაინაში ჩემს შესაძლო ვიზიტთან დაკავშირებით. ომის დაწყების დღიდან ვფიქრობ, როგორ შეიძლება გამოვხატო სოლიდარობა უკრაინელი ხალხის და მათი სახელმწიფოს მიმართ.
ერთ-ერთი საკითხია ვიზიტი უკრაინაში, რომელიც იდეის და მონახაზის დონეზე განიხილება ჩვენს უკრაინელ კოლეგებთან.
უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე ბუნებრივია მეტ დეტალზე არ და ვერ ვისაუბრებ.
წარმატებები უკრაინას და გმირ უკრაინელ ხალხს!“ - წერს Facebook-ზე ნინო ლომჯარია.