პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
მე-12 დღეა, რაც ოკუპანტი ქვეყანა უკრაინის მიმართ სახმელეთო და საჰაერო იერის ახორციელებს. შედეგად, დაიბომბა უკრაინის ქალაქები, არის ასეულობით მსხვერპლი, დაშავებული და მილიონზე მეტი ლტოლვილი, რომელიც რუსეთის აგრესიასა დ მტრობას საკუთარი ქვეყნიდან გამოეცა.
უკრაინაში არსებული ვითარების ფონზე, დასავლეთი რუსეთთან ბრძოლას კვლავ სანქციებით აგრძელებს, რაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მესამე მსოფლიო ომის გამოცხადებას შეადარა.
დაიწყო თუ არა უკვე მესამე მსოფლიო ომი და რა პროცესები მიანიშნებს აღნიშნულზე
როგორც პოლიტიკის ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე „პრაიმტაიმთან“ აცხადებს, ქვეყნებს შორის მესამე მსოფლიო ომი უკვე დაწყებულია, რასაც მსოფლიო პოლიტიკური ვითარების წყობის შეცვლა მოჰყვება.
„მესამე მსოფლიო ომი უკვე დაიწყო და ამ პროცესში ომში ატომური იარაღის გამოყენების ალბათობა მინიმალურია, რადგან მისი გამოყენება ერთი კაცის ხელში ნამდვილად არ არის. ამ ომს მსოფლიო პოლიტიკური ვითარების წყობის შეცვლა მოჰყვება. პროცესი, რომელიც დღეს ევროპის კონტინენტზე მიმდინარეობს, ჰიბრიდული ომია - უკრაინა იბრძვის და იქ ცხელი ომია, ხოლო სანქციები, რომელსაც დასავლეთი ახორციელებს, ცივი ომის პროცესია“,- განაცხადა ძაბირაძემ.
ვინ იქნება მოგებული ამ ომში?
როგორც ძაბირაძე აცხადებს, ისტორიას არ ახსოვს, რუსეთის მდგომარეობაში მყოფი სახელმწიფოს ბრძოლაში გამარჯვება და არც ეს შემთხვევა იქნება გამონაკლისი.
„რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება უკრაინაში საომარი მოქმედებები, მით უფრო იქნება შანსი იმისა, რომ ნატოს სამხედრო კონფლიქტში ჩართვა მოუწევს. ამ ომში რუსეთი მოგებული ნამდვილად არ დარჩება, რადგან ის მთლიან მსოფლიოს დაუპირისპირდა და ისტორიას არ ახსოვს ასეთ მდგომარეობაში მყოფი სახელმწიფო მოგებული ყოფილიყოს. რუსეთმა თავიდანვე დაუშვა შეცდომა, როცა უკრაინაში შეიჭრა და წაგებულ თამაშში მონაწილეობა მიიღო“,- განაცხადა ძაბირაძემ.
ცნობისთვის, რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული იერიშის ფონზე, მხარეთა შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. როგორც უკრაინული მხარე აცხადებს, პუნქტები, რომლებზეც მოლაპარაკება შეუძლებელია არის ყირიმი, ე.წ. დრონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარება, რასაც რუსეთი მოითხოვს.