კიევში, მაიდანზე, დღეში ორჯერ უკრაინის ჰიმნი ჩაირთვება

კიევი

უკრაინის დედაქალაქ კიევში, მაიდანზე, დღეში ორჯერ, 07:00 საათსა და 12:00 საათზე უკრაინის ჰიმნი ჩაირთვება. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს. 

გამოცემის ცნობით, ქალაქში „კომენდანტის საათის“ დასრულებისთანავე გაიხსნა სურსათის მაღაზიები, აფთიაქები და ზოომაღაზიები. შეზღუდვით, თუმცა მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მათ შორის, მეტროც. 7 მარტის ღამემ დედაქალაქში მშვიდად ჩაიარა.

ქალაქი უზრუნველყოფილია ელექტროენერგიით, წყლითა და გათბობით, შეუზღუდავად მუშაობს კავშირგაბმულობაც.