დაე, მტრისთვის სიურპრიზად დარჩეს! - უკრაინის თავდაცვის მინისტრის დამაიმედებელი განცხადება

უკრაინის თავდაცვის მინისტრი

უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ალექსეი რეზნიკოვის განცხადებით, უკრაინისთვის იარაღისა და საბრძოლო მასალის მოწოდების თვალსაზრისით, „მნიშვნელოვანი პროგრესია“.

„კომენტარს არ გავაკეთებ ჩვენთვის იარაღისა და საბრძოლო მასალის მოწოდებაზე, ეს დელიკატური საკითხია - დაე, მტრისთვის სიურპრიზად დარჩეს! ამ მხრივ, მნიშვნელოვანი პროგრესია. ბოლო 3 დღის განმავლობაში, 5 0000-ზე მეტი ჩაფხუტი და ტყვიაგაუმტარი ჟილეტი შემოვიდა ან, მათ შემოტანაზე, შეთანხმება გაფორმდა. მიმწოდებლებისგან, ჩვენს ხელში იქნება ნატოს არმიებისთვის შეკერილი უნიფორმები. დაე, ჩვენი დამცველები განსხვავებულად იყვნენ ჩაცმულნი.

ჩვენ ვმუშაობთ პარტნიორებისგან საჰაერო თავდაცვისა და რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების მიღებაზე, მაგრამ ჩვენი რწმენა, რომ გამარჯვება გარდაუვალია, ეფუძნება არა დაპირებებს, არამედ - უკრაინის საჰაერო ძალებს“, - აღნიშნა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა.