პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ვლადიმირ პუტინის ახლო მეგობარმა, დაკავებულმა უკრაინელმა ოლიგარქმა ვიქტორ მედვედჩუკმა უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს წინააღმდეგ ჩვენება მისცა. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.
მედვედჩუკის ჩვენება “ნახშირის” და “მილსადენის” საქმეებს უკავშირდება. როგორც მედვედჩუკმა აღნიშნა, პოროშენკომ არა მხოლოდ მიმართა მედვედჩუკს რუსეთის ხელმძღვანელობასთან დაკავშირების თხოვნით, არამედ უზრუნველყო უკრაინის ყველა ინსტანციაში აუცილებელი გადაწყვეტილებების მიღება.
„იმისათვის, რომ ეს მილსადენი კერძო საკუთრება და ფაქტობრივად, თავად პოროშენკოს საკუთრება გამხდარიყო, საჭირო იყო სხვადასხვა ქმედება. სასამართლოები, პროკურატურა, ანტიმონოპოლიური კომიტეტი, სახელმწიფო ქონების ფონდი, ყველა მათგანმა მიიღო გადაწყვეტილებები, რა თქმა უნდა, ისეთი, რაც აუცილებელი იყო პრეზიდენტ პოროშენკოს პირადი ინტერესებისთვის”, – განაცხადა მედვედჩუკმა.
ოლიგარქის თქმითვე, მილსადენის ერთწლიანი მუშაობის შედეგად, მისმა მფლობელებმა ორჯერ მეტი შემოსავალი მიიღეს. მედვედჩუკის თქმით, შემოსავალი 42 მილიონ დოლარს შეადგენდა.