პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ კრემლი „შეშფოთებულია" რუსი ჯარისკაცის მიმართ გამოტანილი განაჩენით და შეეცდება მისთვის დახმარების გაწევის გზები იპოვოს. ამის შესახებ CNN წერს.
”რა თქმა უნდა, ჩვენ შეშფოთებულები ვართ ჩვენი მოქალაქის ბედით,” - განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს რეგულარულ კონფერენციაზე.
„ჩვენ არ გვაქვს ბევრი შესაძლებლობა, დავიცვათ მისი ინტერესები ადგილზე, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არ განვიხილავთ სხვა არხებით მცდელობის შესაძლებლობას“, - დასძინა პესკოვმა ისე, რომ არ დაუზუსტებია, რომელ არხებზეა საუბარი.
21 წლის შიშიმარინი პირველი რუსი სამხედროა, რომელსაც ბრალი წაუყენეს უკრაინაში ომის დანაშაულებში. კიევის სასამართლომ 21 წლის რუს ჯარისკაცს, ვადიმ შიშიმარინს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. მას სუმის ოლქში, სოფელ ჩუპახოვკაში შეუიარაღებელი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობა ედება ბრალად.
ნახეთ კადრები სასამართლოდან