პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც სანქციონირებული რუსების ქონების კონფისკაციის პროცედურას ამარტივებს. ამის შესახებ უკრანული მედია წერს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის განმარტებით, დადგინდა, რომ ქონების მოძიებასა და სასამართლოსათვის მიმართვაზე პასუხისმგებელი იქნება ცენტრალური აღმასრულებელი ორგანო. სავარაუდოდ, ასეთი ორგანო იქნება იუსტიციის სამინისტრო.
მან უნდა განახორციელოს სამუშაოები ეროვნული უშიშროების და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილებით განსაზღვრული ფიზიკური და იურიდიული პირების აქტივების იდენტიფიცირებასა და მოძიებაზე, რომლებიც ბლოკირებას ექვემდებარება.
„იმ სანქციონირებული პირების აქტივების იდენტიფიცირებისა და კონფისკაციის პროცედურა, რომლებიც ამა თუ იმ გზით მხარს უჭერენ ოკუპანტების აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ, მტრების ხარჯზე უკრაინის ბიუჯეტის სწრაფად და ეფექტურად შევსების საშუალებას იძლევა. კანონი ითვალისწინებს მკაფიო მითითებებს ამ პროცესზე პასუხისმგებელი ორგანოებისთვის,“ - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.