დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
პუტინის მრავალი ყოფილი ახლო მოკავშირე უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ გაუჩინარდა, ზოგიერთი მათგანი იდუმალ გარემოებებში. ამ პროცესში მათ დაკარგეს თავისუფლება ან სიცოცხლე. ამის შესახებ უცხოური გამოცემა Bild-ი წერს.
საუბარია თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს ხანგრძლივ გაუჩინარებაზე. ბევრი მედია წერდა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. ჭორები კიდევ უფრო გამწვავდა, როდესაც მისმა ქალიშვილმა პუტინი მამის „მარგინალიზებაში“ დაადანაშაულა.
ახლა მინისტრი ისევ საჯარო სივრცეშია. მაგრამ Bild იხსენებს, რომ ვითომდა „ცოცხალ" მინისტრთან პირველი ვიდეოები ბევრმა გაყალბებულად მიიჩნია.
პუტინის კიდევ ერთი თანამშრომელი, სერგეი ბესედა, რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური (ФСБ) მე-5 სამსახურის უფროსი, ახლა მოსკოვის ლეფორტოვოს ციხეში იმყოფება. მანამდე ის შინაპატიმრობაში იმყოფებოდა აპრილის დასაწყისში, სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის ბრალდებით.
როგორც Bild განმარტავს, პუტინს ეშინოდა, რომ ვინმეს შეეძლო რუსეთის ფედერაციის გეგმები უკრაინაზე თავდასხმის დასავლური დაზვერვისთვის გადაეცა, ამიტომ ფედერალურ სამსახურში „წმენდა“ განხორციელდა.
ბესედას დაკავება პუტინისგან სხვებს მკაფიო სიგნალს უგზავნის: თუ მიღალატებთ, ციხეში აღმოჩნდებით, ნათქვამია გამოცემაში.
მარტის შუა რიცხვებში პუტინმა ასევე დააკავა მოსკოვის ერთ-ერთი უმაღლესი სამხედრო ლიდერი, რუსეთის ეროვნული გვარდიის უფროსის მოადგილე, გენერალი რომან გავრილოვი. დაკავება ოფიციალურად არ დადასტურებულა. რუსული მედიის ცნობით, გავრილოვი სამსახურიდან გაათავისუფლეს.
მაგრამ გავრილოვის სავარაუდო დაპატიმრებამდე სულ რაღაც ერთი დღით ადრე, პუტინი ამართლებდა უკრაინის ომს და თავისი მთავრობისადმი მიმართვაში „მოღალატეების“ წინააღმდეგ საუბრობდა.
გენერლის დაკავების ორი ვერსია არსებობს, თქვა ჟურნალისტმა ხრისტო გროზევმა: ან სამხედრო ინფორმაციის გაჟონვა, რამაც ადამიანების დაღუპვა გამოიწვია, ან „ფინანსების ფლანგვა“.
მანამდე, კიევზე წარუმატებელი თავდასხმის შემდეგ, პუტინმა გადაწყვიტა აეღო მთავარსარდლის მოვალეობა. ამიერიდან, კრემლის ხელმძღვანელი პირადად გასცემს ბრძანებებს უკრაინასთან ომში.